აბიდალი გუნდს პარიზში გაყვება

აბიდალი გუნდს პარიზში გაყვება


ფრანგი მარცხენა მცველი გუნდთან ერთად გაემგზავრება პარიზში, სადაც ხვალ ”ბარსელონა” ”პსჟ”-ს დაუპირისპირდება.

ერიკ აბიდალი, რომელიც 17 ივლისს ”სიუტატ ესპორტივაზე” თანაგუნდელების მოსანახულებლად იმყოფებოდა ხვალ გუნდს პარიზში გაყვება, სადაც ტიტო ვილანოვას გუნდი ადგილობრივ ”პსჟ”-სთან პრე-სეზონის მესამე შეხვედრას გამართავს.

ფრანგი უკანახაზელი აგრძელებს მის ფიზიკურ სავარჯიშოებს მას შემდეგ, რაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. მას შემდეგ 4 თვე გავიდა. ერიკს ოპერაცია 10 აპრილს ჩაუტარეს, ხოლო საავადმყოფო მან 21 მაისს დატოვა. ვინაიდან მას თანაგუნდელებთან ერთად თამაში არ შეუძლია ის უბრალოდ გაემგზავრება, რათა დაესწროს გუნდის თამაშს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.