ვილანოვა: ”პუიოლი კარგად გამოიყურება”
”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ყველა ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილი იყო.
ყველაზე პოზიტიური მომენტი ტიტო ვილანოვასთვის გუშინდელ შეხვედრაში მოედანზე კარლეს პუიოლის დაბრუნება იყო: ”მთელი დროის განმავლობაში ის კარგ ტემპში ვარჯიშობდა და ახლა შესანიშნავად გამოიყურება”.
ტიტო ასევე მოხარული იყო გუნდთან ერთად ერიკ აბიდალის ყოფნის გამო: ”ეს სასიხარულოა გუნდის ყველა წევრისთვის. გვიხარია, რადგან ვხედავთ, თუ როგორ უმჯობესდება მისი მდგომარეობა. ის, რომ ის გასახდელში ჩვენთან ერთად იყო ძალიან დაგვეხმარა”.
ვილანოვამ დასასრულს აღნიშნა ის ფაქტი, რომ ლეო მესიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა: ”ჩვენ წინ ვარჯიშების 3 კვირა გვაქვს და უმჯობესი იქნება, თუ მას ძალიან არ დავტვირთავთ. ამ მატჩში კი ლეო ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ამიტომაც ის მოედანზე 90 წუთით დავტოვე”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]