ანდრეუ ფონტასმა თამაშის უფლება მიიღო

ანდრეუ ფონტასმა თამაშის უფლება მიიღო


”ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, რომელმაც ტრავმა 12 იანვარს, სამეფო თასის განმეორებით შეხვედრაში, ”ოსასუნასთან” მატჩში მიიღო დღეს ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო.

ანდრეუ ფონტასი მიმდინარე ზაფხულში გუნდის მესამე ფეხბურთელია კარლეს პუიოლის და დავიდ ვილიას შემდეგ, რომელმაც ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო. პრე-სეზონის დაწყებიდან ახალგაზრდა ცენტრალური მცველი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს.

აღდგენის 7 თვე

ანდრეუ ფონტასმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები ”ოსასუნასთან” გასვლაზე გამართული შეხვედრის მე-11 წუთზე გაიწყვიტა. ამის გამო ფეხბურთელს სეზონის მეორე ეტაპის ყველა შეხვედრის გამოტოვება მოუწია. სამეფო თასის იმ შეხვედრაში კი ”ბარსამ” 1:2 იმარჯვა.

სამშაბათს კი ანდრეუ ფონტასმა 7 თვიანი მუაშობის შემდეგ ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.