ფონტასი კონკურენტუნარიან ფეხბურთში დაბრუნდა
მიმდინარე კვირაში მიღებული თამაშის უფლების შემდეგ, კატალონიური კლუბის ცენტრალურმა მცველმა ”ბუქარესტის დინამოსთან” შეხვედრაში, მეორე ტაიმის დიდი ნაწილი გაატარ მოედანზე.
ანდრეუ ფონტასი სრულად გამოჯანმრთელდა მარჯვენა მუხლის ტრავმისგან. ცენტრალური მცველი კონკურენტუნარიან ფეხბურთში პრე-სეზონის ბოლო შეხვედრაში დაბრუნდა. რუმინულ კლუბთან ფონტასი მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე, ზურგზე მას 24 ნომერი ეწერა, ხოლო 62-ე წუთზე მარკ ბარტრა შეცვალა. მოედანზე მან 30 წუთზე ნაკლები გაატარა, თუმცა მეტოქე გუნდის რამდენიმე გადაცემის ჩაჭრა მოახერხა.
”თავს კომფორტულად ვგრძნობდი”
მატჩის შემდეგ ფონტასმა ახსნა, რომ ”თავს კომფორტულად ვგრძნობდი მოედანზე, რადგან გუნდთან ერთად თითქმის 1 თვეა ვარჯიშობ და პრობლემები არ მაქვს”. ცენტრალურმა მცველმა ასევე აღნიშნა, რომ ”მეტი რწმენა მიიღო” და ”ძალიან რთული იყო ასეთ საფარზე თამაში”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]