გუნდი გიოტენბურგში გაემგზავრა
ჟორდი ალბა, რომელმაც 1 კვირა დაისვენა შვედეთში გუნდთან ერთად გამეგზავრა. გუნდთან ერთად არიან დავიდ ვილია და ანდრეუ ფონტასიც. ტიტო ვილანოვას გუნდი გიოტენბურგს პარასკევს დატოვებს და ბუქარესტში გაემგზავრება, სადაც შაბათს პრე-სეზონის ბოლო ამხანაგური მატჩი ჩატარდება.
ჟორდი ალბას დაბრუნება
ტიტო ვილანოვას 24 კაციან განაცხადში იმყოფება ჟორდი ალბა. მიმდინარე ზაფხულის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი შენაძენი გუნდს პირველად შეუერთდა, რადგან ის ევრო 2012-ზე და შემდეგ ოლიმპიადაზე ასპარეზობდა. ალბას გარდა სიახლე განაცხადში დავიდ ვილიას და ანდრეუ ფონტასის მოხვედრაა. ორივე ფეხბურთელი სერიოზული ტრავმის შემდეგ კარგად გამოიყურება და ფიზიკური ფორმის აღდგენის ბოლო ეტაპზე არიან.
გუდნთან ერთად შვედეთში გაემგზავრნენ ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, დირექტორები, ტონი ფრეიშა, ჟორდი მოიქსი და რამონ პონტი, ასევე სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.
გიოტენბურგიდან ბუქარესტში
”ბარსელონა” გიოტენბურგში პარასკევამდე დარჩება. გუნდი შვედეთში ორ სავარჯიშო სესია გამართავს, რის შემდეგაც ბუქარესტში გამგზავრება მოხდება. რუმინეთის დედაქალაქში ტიტო ვილანოვას გუნდი პრე-სეზონის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.





ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]