ალვესმა გუნდთან ერთად ივარჯიშა
ბრაზილიელმა ლატარელმა ”მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში მიღებული მცირე ტრავმა მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. პუიოლი, რომელსაც კუნთი აწუხებს დღეს არ იტვირთებოდა. 14 საათზე გუნდი ბუქარესტისკენ აიღებს გეზს, სადაც პრე-სეზონის ბოლო მატჩი ჩატარდება.
11 საათზე გუნდმა შვედეთში, ”ულევი სტედიუმზე” გამართა ვარჯიში. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში სესიაზე კარლეს პუიოლის გარდა ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა. ფეხბურთელს კუნთი აწუხებს, ამიტომაც ის სასტუმროს დარბაზში, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა. დანი ალვესი, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა დღეს სრულად იტვირთებოდა.
14 საათზე გუნდი სასტუმროს დატოვებს და აეროპორტისკენ გაემგზავრება, საიდანაც ფეხბურთელები ბუქარესტში გაფრინდებიან. 3 საათიანიო ფრენის შემდეგ გუნდი რუმინეთის დედაქალაქში იქნება, სადაც ხვალ, 19:15 საათზე პრე-სეზონის ბოლო შეხვედრა, ”ბუქარესტის დინამოსთან” გაიმართება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=2G5xu8WdByg]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]