მადრიდში მთელი გუნდი გაემგზავრება
დღეს, 19 საათზე, ”ნოუ კამპზე” გუნდმა ბოლო სავარჯიშო სესია ჩაატარა მადრიდის ”რეალთან” გასამართი შეხვედრის წინ. როგორც წესი, როდესაც თასი თამაშდება განაცხადში მთელი გუნდი შედის, ამიტომაც მადრიდში ტიტოს ყველა ფეხბურთელი მიჰყავს, მუნიესას და აბიდალის გარდა.
პუიოლმა ვარჯიშის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა
ტიაგო, რომელმაც გუშინ პირველად ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად დღეს სრული სესია ჩაატარა. კარლეს პუიოლმა, რომელმაც ”ოსასუნასთან” შეხვედრაში სახის ძვალი მოიტეხა მხოლოდ ვარჯიშის ნაწილი გაატარა თანაგუდნელებთან. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი, კრისტიან ტელიო იმყოფებოდა.
მგზავრობის გრაფიკი
აეროპორტში გუნდი ”ნოუ კამპიდან” 10:15 საათზე გაემართება. ”ეს პრატის” აეროპორტს გუნდი 11 საათზე დატოვებს და მადრიდში 55 წუთში ჩაფრინდება. ჩაფრენისთანავე ფეხბურთელები სასტუმროში გაემართებიან, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დარჩებიან. მატჩი 22:30 საათზე დაიწყება, გუნდი ბარსელონაში 02:00 საათზე გაფრინდება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=bj3PkvqSV8M]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]