საუკეთესოს ტიტულისთვის მესი, ინიესტა და რონალდო იბრძოლებენ
ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და კრისტიანო რონალდო არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც 30 აგვისტოს იბრძოლებენ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის. შეგახსენებთ, რომ წინა წელს ეს პრიზი არგენტინელს გადაეცა. ეს ტრიო მსოფლიოს 53-მა სპორტულმა ჟურნალისტმა გამოავლინა.
1) ლიონელ მესი ამ სამეულში მოხვდა იმიტომ, რომ მან მოახერხა და დაამხო უდიდესო რეკორდები, გაიტანა რა 50 გოლი ლა ლიგის ერთ სეზონში და 14 გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაზე. იგი დაეუფლა ოქროს ბუცს.
2) კრისტიანო რონალდო ამ სამეულში მოხვდა იმიტომ, რომ ლომის წილი დაიდო მოურინიოს გუნდის გაჩემპიონებაში. მან უამრავი გადამწყვეტი ბურთი გაიტანა, რამაც დიდწილად განაპირობა მადრიდის "რეალის" ჩემპიონობა.
3) ანდრეს ინიესტა ამ სამეულში მოხვდა იმიტომ, რომ ბრწყინვალედ იასპარეზა როგორც საკლუბო დონეზე, ისე სანაკრებოზე. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.
დანარჩენი ფეხბურთელების სია
4) ანდრეა პირლო(იტალია) - "იუვენტუსი" (90 ქულა)
5) ჩავი ერნანდესი(ესპანეთი) - "ბარსელონა" (57)
6) იკერ კასილიასი(ესპანეთი) - "რეალ მადრიდი" (53)
7) დიდიე დროგბა(კოტ'დივუარი) - "ჩელსი" (31)
8-9) პეტერ ჩეხი(ჩეხეთი) - "ჩელსი" (14)
8-9) რადამელ ფალკაო(კოლუმბია) - "ატლეტიკო მადრიდი" (14)
10) მესუთ იოზილი(გერმანია) - "რეალ მადრიდი" (10)
P.S. ესეც ჩემი 1 100 სიახლე Barcamania.Ge-ზე...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]