მესი, სუარესი და რონალდუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებენ
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა იმ 3 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ევროპის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ.
UEFA-ს ოფიციალური საიტის ინფორმაციით, სამეულში ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუის სუარესი მოხვდნენ.
ლიონელ მესიმ და ლუის სუარესმა, გასულ სეზონში, სამივე ტიტული მოიგეს. გარდა ამისა, არგენტინელი ვარსკვლავი ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე, გასულ სეზონში, 58 გოლია.
კრიშტიანუ რონალდუმ, 2014/15 წლების სეზონში, 61 გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ათეულში ასევე მოხვდა ნეიმარი, რომელიც მე-5 ადგილზე გავიდა.
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი 27 აგვისტოს გამოვლინდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]