ამხანაგურების შედეგები

ამხანაგურების შედეგები

 

შვედეთი 0:3 ბრაზილია  

 

ბრაზილიის ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა შვედეთის ეროვნული გუნდი. "სელესაოს" რიგებში სრული 90 წუთი იასპარეზა დანიელ ალვეშმა, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა ფლანგზე.ანგარიში შეხვედრის 32-ე წუთზე ლეანდრო დამიაომ გახსნა, ხოლო თამაშის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრე პატომ დუბლით გამოიჩინა თავი.

 

გერმანია 1:3 არგენტინა  

 

ყველაზე სანახაობრივი თამაში ალბათ მაინც გერმანია-არგენტინა გამოდგა. არგენტინელებმა შეხვედრა ცუდად დაიწყეს, რამეთუ ბუნდესნაკრების შეტევები არ წყდებოდა პირველ ტაიმში, თუმცა პირველი ნახევრის მიწურულს გააგდეს გერმანელთა მეკარე და დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც სოსამ მოიპოვა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ეს შანსი ვერ გამოიყენა და მეკარემ უშანსოდ დატოვა, თუმცა რამდენიმე წუთში სამი ხედირამ ავტო-გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში "ალბისელესტე" გამოცოცხლდა და მესის გოლმაც არ დააყოვნა. 73-ე წუთზე კი ანხელ დი მარიამ ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე ჰოვედესმა დააფიქსირა - 1:3. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ლიონელ მესიც და ხავიერ მასკერანოც, თუმცა ეს უკანასკნელი თამაშის მიწურულს შეცვალეს.

 

ბელგია 4:2 ჰოლანდია  

 

ყველასათვის მოულოდნელად ბელგიის ეროვნულმა გუნდმა ჰოლანდიას ოთხი გოლი გაუტანა და დაამარცხა კიდეც. "ბარსელონას" შემტევი, იბრაჰიმ აფელაი განაცხადში გახლდათ, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მე-20 წუთზე ანგარიში ბელგიელმა ბენტეკემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ჰოლანდიელებმა ორი გოლი ერთწუთიანი შუალედით გაიტანეს, თუმცა 75-დან მე-80 წუთამდე ბელგიელებმა 3 ბურთი შეუგდეს "ნარინჯისფრებს" და საბოლოოდ დაამარცხეს კიდეც.

 

პუერტო რიკო 1:2 ესპანეთი  

 

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა არც ისე სახარბიელო ანგარიშით დაამარცხა პუერტო რიკო. ანგარიში 42-ე წუთზე სანტი კასორლამ გახსნა, ხოლო ზუსტად სამ წუთში ორამდე გაზარდა სხვაობა სესკ ფაბრეგასმა. 65-ე წუთზე კი პუერტო რიკოელმა კინტრონმა საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა ტაბლოზე. "ბარსელონადან" 6 კაცი იყო გამოძახებული და ოთხმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში. ძირითადში გამოჩნდნენ ინიესტა, ფაბრეგასი და პიკე, ხოლო შეცვლაზე შემოვიდა სერხიო ბუსკეტსი. შეუცვლელად მხოლოდ ფაბრეგასმა ითამაშა.

 

ეკვადორი 3:0 ჩილე  

 

ალექსის სანჩესის ჩილე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა ეკვადორმა. "ბარსელონას" ჩილელმა ლეგიონერმა თავის გამოჩენა ვერაფრით მოახერხა. უკვე მეთოთხმეტე წუთზე ეკვადორი 2:0-ს იგებდა მინას და აიოვის გოლებით, ხოლო 66-ე წუთზე მონტერომ ანგარიში 3-მდე გაზარდა და საბოლოო წერტილიც დასვა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.