დავიდ ვილია:"ტრიბუნების ასეთმა შეხვედრამ ძლიერ გამახარა"

დავიდ ვილია:"ტრიბუნების ასეთმა შეხვედრამ ძლიერ გამახარა"

 "ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ, სადაც კატალონიელებმა დაამარცხეს "რეალ სოსიედადი" ანგარიშით 5-1, გაგვიზიარა თავისი სიხარული, თუ როგორ განიცდიდა გულშემატკივრების შეხვედრას.

 "ტრიბუნები ისეთი აპლოდისმენტებით შემხვდნენ, რომ მთლიანად, მთელ სხეულზე დამბურძგლა. ძალიან მადლობელი ვარ გულშემატკივრებისადმი, ასეთი მიღებისთვის. განსაკუთრებით ეს ჩემს ცოლსა და შვილებს გაუხარდათ, რადგან ისინი მთელი მონდომებით მეხმარებოდნენ ამ ტრავმის დაძლევაში.

 სეზონის დაწყება კარგი გამოგვივიდა. ასეთი დასაწყისი ყოველთვის გმატებს რაღაც თავდაჯერებას.

 რაც შემეხება მე, აუცილებლად უნდა ჩავდგე იმ ფორმაში, როგორიც ვიყავი ტრავმამდე. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გავაკეთებ ყველაფერს, რათა მოედანზე ვითამაშო მთელი 90 წუთი." ციტირებს ფეხბურთელს El Mundo Deportivo.

 ამასთან ერთად შეგახსენებთ, რომ ვილიამ გუშინდელ მატჩში შეძლო გოლის გატანა, რითაც "კამპ ნოუს" ტრიბუნა უფრო გაახარა. გოლის შემდეგ მან გაიხადა მაისური, სადაც ეწერა შემდეგი: "თქვენს გარეშე წარმოუდგენელია". ქვემოთ კი მისი ოჯახის სურათი იყო გამოსახული.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.