ვილია: ”ჩემი მიზანია იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე ტრავმამდე ვიყავი”
გუშინდელი მატჩის მთავარმა გმირმა კმაყოფილება გამოხატა საკუთარი თამაშით. ”ძალიან დიდი დრო გავიდა, თუმცა მოედანზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ძალიან კმაყოფილი ვარ” - განაცხადა მატჩის შემდეგ ვილიამ, რომელიც ირწმუნება, რომ ”სრულად დარწმუნებულია საკუთარ თავში”.
ფეხბურთელი აღიარებს, რომ ძალიან რთულია ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ აღდგენა. ”აღდგენამ ძალიან დიდი დრო წაიღო, იმაზე მეტი, ვიდრე ველოდი. ახლა მსურს აწმყოზე და მომავალზე ვიფიქრო, წარსულს კი დავივიწყებ” - გაგვიზიარა ვილიამ საკუთარი აზრი, რომელიც ასევე მოხარული იყო თანაგუნდელების მხარდაჭერით.
დავიდ ვილია არ აპირებს დაბრუნების თარიღის დადგენას. ”საჭიროა მოთმინება, მე ტრავმის გამო ბევრი დრო გამიცდა. ახლა უნდა ვიმუშაო, რათა ყოველ დღე გავიუმჯობესო ფორმა”. ამგვარად თავდამსხმელს სურს გაჰყვეს აღდგენით პროგრამას, რათა ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნდეს. ”ჩემი მიზანია იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე ტრავმამდე ვიყავი” - დაასრულა ვილიამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]