პეპე გამოტოვებს მატჩს "ბარსელონასთან"

პეპე გამოტოვებს მატჩს "ბარსელონასთან"

 მადრიდის "რეალის" მცველი კეპლერ პეპე, რომელიც "ვალენსიასთან" მატჩში, იკერ კასილასთან შეჯახების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, გამოტოვებს სეზონის პირველ კლასიკოს.

 მიუხედავად იმისა, რომ მას ტვინის შერყევის დიაგნოზი არ დაუდასტურდა, პეპე მაინც გამოტოვებს შეხვედრას კამპ ნოუზე. იგი საავადმყოფოდან გუშინ, 20 აგვისტოს, გაწერეს, თუმცა როგორც ჩანს ჟოზე მოურინიო არ რისკავს მისი ჯანმრთელობით.

 შეგახსენებთ, რომ პეპე კასილასს პირველი ტაიმის ბოლოს შეეჯახა. შედეგად მას თავიდან სისხლი მოსდიოდა, რის გამოც თავიდანვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ იგი გამოტოვებდა პირველ მატჩს "ბარსელონას" წინააღმდეგ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.