პეპე "ბარსელონასთან" მატჩს გამოტოვებს
"რეალის" მცველი, პეპე, რომელმაც "ატლეტიკოსთან", პრიმერას 31-ე ტურის მატჩი (1:1) ნეკნების მოტეხილობის გამო ვერ დაასრულა, დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს, იტყობინება Marca.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის მეორე ტაიმში ანგარიში გახსნა, თუმცა მალევე თავის პარტნიორს, ტონი კროოსს შეეჯახა და იძულებული გახდა მოედნიდან გასულიყო, მის ნაცვლად კი ნაჩო გამოვიდა. მატჩის შემდეგ სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ პეპეს ორი ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება.
ამგვარად, პეპე "რეალს" ურთულეს მატჩებში ვერ დაეხმარება - 23 აპრილს, პრიმერას მატჩში "ბარსელონასთან" და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მატჩებში, "ბაიერნის" წინააღმდეგ (12 და 18 აპრილი).
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]