ტიტო ვილანოვას პრეს-კონფერენცია

ტიტო ვილანოვას პრეს-კონფერენცია

როგორც იცით დღეს ღამე გაიმართება "ელ კლასიკო", რომელიც სადებიუტო იქნება "ბარსელონას" ახალი მწვრთნელისთვის. ტიტო ვილანოვა პრესის წინაშე მშვიდად წარსდგა: "მსურს სიამოვნება მივიღო ამ პროფესიით. შეხვედრა, რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ დავმარცხდით, ამით სამყაროს დასასრულს არ დაედება დასაბამი. არის რაღაც-რაღაცები, რაც ბევრად მნიშვნელოვანია".

 

ტიტო ვილანოვა სერიოზულად ავარჯიშებს ბიჭებს დღევანდელი შეხვედრისთვის. მწვრთნელი ამბობს, რომ ჯერ არც "ბარსა" და არც "რეალი" არ არიან იდეალურ ფორმაში: "ამ შეხვედრაში არცერთი გუნდი არ იქნება უფრო ძლიერი. სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო და გუნდები ფორმაში უნდა შევიდნენ"

 

მადრიდელთა კონტრ-შეტევები  

 

ვილანოვამ ისაუბრა მადრიდელთა სტილზე: "მათი კონტრ-შეტევები ძალიან სახიფათოა, ამიტომაც ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ჩვენ საკუთარ არენაზე ვიასპარეზებთ და მთელმა მსოფლიომ იცის , რასაც "ბარსელონა" წარმოადგენს "კამპ ნოუზე". ტიტომ გაიხსენა ბოლო "კლასიკო", რომელიც კატალონიელთა საშინაო მოედანზე გაიმართა და მადრიდელებმა 1:2 იმარჯვეს: "იმ თამაშში უამრავ რისკზე წავედით. საჭირო იყო შეტევაში ბევრი ფეხბურთელის გაშვება და ასეთი ტაქტიკა გვქონდა, შედეგად კონტრ-შეტევაზე გაგვიტანეს".

 

მწვრთნელმა კეპლერ პეპეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, რომელიც ლა ლიგის პირველ ტურში კასილიასს შეეჯახა და შედეგად საავადმყოფოში გაატარა ერთი ღამე.

 

ალექს სონგი  

 

ტიტო ვილანოვას უკვე შეეძლება "ელ კლასიკოში" ათამაშოს "ბარსას" ახალწვეული ალექსანდრე სონგი: "მას ადაპტაციასთან არანაირი პრობლემა არ ექნება, სწრაფად შეგვეჩვევა"

 

"კარლეს პუიოლიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.