"ბარსელონა"-"რეალი". იცოდით თუ არა, რომ...

"ბარსელონა"-"რეალი". იცოდით თუ არა, რომ...

 

 - სუპერ-თასის წინა გათამაშებაში ლიონელ მესიმ 3 ბურთი გაიტანა და თავისი მონაგარი 8-მდე გაზარდა. ამ მაჩვენებლით იგი რეკორდსმენია ხსენებულ ტურნირზე გატანილი გოლებით.

 

 - ლიონელ მესიმ 17 მატჩში "რეალს" 13 გოლი გაუტანა და მხოლოდ ერთი ბურთი აშორებს სესარ როდრიგესამდე, რომელსაც ყველაზე მეტჯერ დაულაშქრავს მადრიდელთა კარი "ბარსას" მხრიდან.

 

 - თუ ფაბრეგასი ითამაშებს, ეს მისი 50-ე მატჩი იქნება "ლუჯრ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში. აქვე გეტყვით, რომ სესკის დებიუტი სწორედ ამ ტურნირზე და სწორედ მადრიდის "რეალთან" მოხდა ერთი წლის წინ.

 

 - "ბარსელონას" სუპერ-თასი ყველაზე მეტჯერ მოუგია (10 თასი). მეორე ადგილზე მადრიდის "რეალია" (8).

 

 - თუ "ბარსა" მოიგებს ჯილდოს, ეს იქნება ზედიზედ მეოთხედ მოგებული სუპერ-თასი, რაც აბსოლუტური რეკორდია.

 

 - "კამპ ნოუზე" 4-ჯერ დაუპირისპირდნენ ეს გუნდები ერთმანეთს სუპერ-თასის ეგიდით გამართულ მატჩებში. სტუმრების ანგარიშზე 6 გოლია, მასპინძლებისაზე - 8.

 

 - "ბარსა" თასის მოგებით შეამცირებს სხვაობას "რეალთან". მადრიდელები კატალონიელებს ურთიერთდაპირისპირებაში 4:1 უგებენ. (ნაგულისხმევია სუპერ-თასების აღმართვა)

 

 - მოედანზე 13 ევროპის ჩემპიონი იქნება: 8 "ბარსადან", 5 "რეალიდან".

 

 - ეს იქნება ტიტო ვილანოვას სადებიუტო "კლასიკო" კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის რანგში.

 

 - ჩავი 33-მდე გაზრდის ჩატარებული "კლასიკოების" რიცხვს. კარლეს პუიოლი კი 31-მდე და სტატისტიკაში მეორე ადგილს დაიკავებს სეგარაზე გასწრებით.

 

 - "ბარსელონას" მოგებით შეუძლია ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა გააუმჯობესოს. ამჟამად "რეალს" 87 მატჩი აქვს მოგებული კატალონიელებისთვის, "ბარსას" კი - 86.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.