მესიმ და ინიესტამ 25-ე თასი მოიგეს

მესიმ და ინიესტამ 25-ე თასი მოიგეს

"სევილიასთან" ანგარიშით 5-4 გამარჯვების შემდეგ, ლეო მესიმ და ანდრეს ინიესტამ "ბარსელონას" ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწერეს. ევროპის სუპერ თასი ზემოთ აღნიშნული ორივე მოთამაშისათვის რიგით 25-ე აღმოჩნდა.
აღნიშნული მაჩვენებლით ფეხბურთელები ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდნენ, რომელმაც 17 სეზონში ამდენივე თასის აღმართვა მოახერხა. მის ანგარიშზეა: ეპანეთის სუპერ თასი (6), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2), ევროპის სუპერ თასი (2), ლა ლიგა (8), ესპანეთის სამეფო თასი (3), ჩემპიონთა ლიგა (4).
ჩავის ყოფილი თანაგუნდელების მიერ მოგებული ტიტულების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: ეპანეთის სუპერ თასი (6), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2), ევროპის სუპერ თასი (3), ლა ლიგა (7), ესპანეთის სამეფო თასი (3), ჩემპიონთა ლიგა (4). თუმცა ფეხბურთელები ამას არ დასჯერდებიან, ვინაიდან პარასკევს "ბარსელონა" ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრას გამართავს, ასევე გუნდმა ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.