მესი სეზარს გაუტოლდა

მესი სეზარს გაუტოლდა

ლიონელ მესი აგრძელებს რეკორდების დამხობას. იგი სეზართან ერთად "კლასიკოების" საუკეთესო ბომბარდირია 14 გოლით "ბარსელონას" მხრიდან. არგენტინელმა შესანიშნავად შეასრულა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ანდრეს ინიესტამ მოიპოვა სერხიო რამოსის უხეშობის შემდეგ. მისი გოლით კატალონიური გრანდი წინ გავიდა.

 

დი სტეფანო - რეკორდსმენი 18 გოლით  

 

"კლასიკოების" ყველა დროის საუკეთესო გამტანი ორივე გუნდის მხრიდან გახლავთ ალფრედო დი სტეფანო. არგენტინელმა ფეხბურთელმა 18 გოლი გაუტანა "ბარსელონას". ლიონელ მესის მხოლოდ 4 გოლი აშორებს მის რეკორდამდე და ადვილად შესაძლებელია, რომ წელსვე გაუტანოს "რეალს" ამ რაოდენობის გოლები, რადგან წინ კიდევ 3 შეხვედრა ელით.

 

ლეოს 14 გოლი "რეალის" წინააღმდეგ  

 

2006/07. ლა ლიგა - "ბარსელონა"-"რეალი" (3-3). 3 გოლი

2008/09. ლა ლიგა - "ბარსელონა"-"რეალი" (2-0). 1 გოლი
2008/09. ლა ლიგა - "რეალი"-"ბარსელონა" (2-6). 2 გოლი
2009/10. ლა ლიგა - "რეალი"-"ბარსელონა" (0-2). 1 გოლი

2010/11. ლა ლიგა - "რეალი"-"ბარსელონა" (1-1). 1 გოლი

2010/11. ჩემპიონთა ლიგა - "რეალი"-"ბარსელონა" (0-2). 2 გოლი
2011/12. სუპერ-თასი - "რეალი"-"ბარსელონა" (2-2). ერთი გოლი

2011/12. სუპერ-თასი - "ბარსელონა"-"რეალი" (3-2). 2 გოლი

2012/13. სუპერ-თასი - "ბარსელონა"-"რეალი" (3-2). 1 გოლი 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.