"ბარსელონა"-"რეალი". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონა"-"რეალი". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ხერარდ პიკე: "ამაყები ვართ ნაჩვენები თამაშის შემდეგ. ზოგჯერ გოლის გასატანად უამრავი შანსის გამოჩენაა საჭირო, თუმცა მადრიდელებს მხოლოდ ორი ჰქონდათ და ორივე გამოიყენეს. დარწმუნებული ვარ, მეტს ვიმსახურებდით. კარგია, რომ ასეთი ანგარიშის შემდეგ გვიწევს "ბერნაბეუზე" თამაში, რადგან ბევრად მობილიზებულები ვიქნებით. ისეთი თამაშით, როგორიც დღეს ვაჩვენეთ, უამრავი შეხვედრა გვაქვს მოგებული".

 

პედრო როდრიგესი: "დიდებული მატჩი იყო და ბედნიერი ვარ გამარჯვებით, თუმცა კიდევ ერთ გოლს ვიმსახურებდით. ჯამში, კმაყოფილი ვარ. 3:2-ზე არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ანგარიში რომ 4:1 გამხდარიყო, მაშინ გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვეოდა. კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა "ბერნაბეუზე" თასის აღმართვა დავიმსახუროთ. "კლასიკო" ასეთი თამაშით უფრო საინტერესოა, რადგან არ იყო ხშირი უხეშობა"

 

ხავიერ მასკერანო: "ცოტა არ იყოს სამარცხვინოდ განვითარდა მოვლენები, თუმცა საბოლოოდ კმაყოფილები ვართ ანგარიშით. რა თქმა უნდა, დასამახსოვრებელია, რომ ასეთ დიდებულ გუნდს მოვუგეთ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. თამაშს სრულად ვაკონტროლებდით და მოედანზე ვდომინირებდით. საჭიროა ყველაფრის გაუმჯობესება და რწმენა საკუთარ თავებში. ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია და ეს მატჩები მთლიანად ფიზიკურ და მორალურ მომზადებას საჭიროებს ფეხბურთელებისას. ჩვენ გავიმაარჯვეთ და სწორედ ეს გვსურდა. ძალიან ადვილია პიკესა და პუიოლის გვერდით თამაში, ისინი მსოფლიოს საუკეთესო მცველები არიან. ყველაფერი გავაკეთე, რათა კარლესის არყოფნა არ ასახულიყო გუნდზე"

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.