სონგი ”ოსასუნასთან” მატჩის განაცხადშია

სონგი ”ოსასუნასთან” მატჩის განაცხადშია


”ოსასუნასთან” კვირას გასამართი მატჩის განაცხადში ფონტასის, დოს სანტოსის და აფელაის გარდა მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი მოხვდა. ალექს სონგი პირველად მოხვდა გუნდის განაცხადში.

კვირას, პამპლონაში გასამართი შეხვედრის განაცხადში ტიტო ვილანოვამ 20 ფეხბურთელი შეიყვანა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა ანდრეუ ფონტასი, ჯონათან დოს სანტოსი და იბრაჰიმ აფელაი დარჩნენ. გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები, ტიაგო, კუენკა, აბიდალი მუნიესა ვერ დაეხმარებიან. განაცხადში ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი, კრისტიან ტელიო შევიდა.

პამპლონაში შემდეგი ფეხბურთელები გაემგზავრებიან: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, მასკერანო, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, ადრიანო, სონგი, ბარტრა, მონტოია და ტელიო. მატჩის წინ მწვრთნელს საბოლოო განაცხადს მიღმა 2 ფეხბურთელის დატოვება მოუწევს.

ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივაზე”

გუნდი პამპლონაში ხვალ დილით გაემგზავრება. დღევანდელი სავარჯიშო სესია ”სიუტატ ესპორტივაზე” ჩატარდა. თანაგუნდელებისგან განცალკევებით, სპეციალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს ტიაგო ალკანტარა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.