განაცხადში 22 ფეხბურთელი მოხვდა

განაცხადში 22 ფეხბურთელი მოხვდა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩისთვის გუნდის 22 კაციანი განაცხადი შეადგინა. განაცხადში მოხვდა პედრო, რომელმაც გამოტოვა კვირას გამართული ვარჯიში და ალექს სონგი, რომელმაც დერბი გამოტოვა.

განცხადს მიღმა დარჩნენ მხოლოდ დაშავებულები, ვალდესი, კუენკა და დოს სანტოსი.

ორშაბათის სავარჯიშო სესია

გუნდა ამ დილით "სიუტატ ესპორტივოზე" სავარჯიშო სესია გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პედრომ და ასევე სონგმა, ხოლო პუიოლი თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.

"ბარსელონას" განაცხადი მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის: პინტო, ოიერი, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, აფელაი, ტელიო, ადრიანო, ალვესი და ს. რობერტო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.