ჩავი: ”როცა გუნდი კარგ მდგომარეობაშია, მაშინ რწმენა გემატება”

ჩავი: ”როცა გუნდი კარგ მდგომარეობაშია, მაშინ რწმენა გემატება”


ჩავი მიიჩნევს, რომ მატჩი მადრიდის ”რეალთან” კარგი მაჩვენებელია იმისთვის, თუ როგორ ფორმაშია გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ბოლო წლებში დაფიქსირებული შედეგები ”ბარსელონას” მხარესაა ფეხბურთელი ახლანდელ დროზე ფიქრობს. ”ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებით და სავსენი ვართ რწმენით. ჩვენ ”რეალზე” უკეთ ვთამაშობდით გუნდი თავს კარგად გრძნობს და მადრიდში მშვიდად და თავდაჯერებულად გავემზაგვრებით. ფეხბურთელებს ემატებათ რწმენა, როცა გუნდი კარგ მდგომარეობაშია” - განაცხადა ჩავიმ.

”არასამართლიანობის გრძნობა”

მადრიდის ”რეალთან” გამართული შეხვედრის ანალიზისას ჩავი აცხადებს, რომ გუნდი ”არასამართლიანობას გრძნობს”, ამას კი შემდეგი სიტყვებით ამყარებს: ”მიუხედავად მინიმალური უპირატესობისა ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ და მეტოქეზე უკეთესები ვიყავით”. მატჩის ანგარიში გუნდისთვის შეიძლება გაცილებით უკეთესი ყოფილიყო, თუმცა ფეხბურთელმა შეგვახსენა, რომ ”ეს გამარჯვებაა, ახლა საჭიროა მადრიდში გამგზავრება და ყველაფრის იქ გარკვევა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ”ბერნაბეუზე” ისეთივე შეხვედრას ჩავატარებთ, როგორიც სახლში ვაჩვენეთ” - განაცხადა ფეხბურთელმა.

ამას გარდა ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ 3:2 ანგარიშზე მატჩი იგივე სცენარით გავითარდება: ”როდესაც ”რეალს” ანგარში აწყობს, მაშინ დაცვაში იკეტება, ცდილობს კონტრშეტევაზე ითამაშოს და გამოიყენოს ჩვენი შეცდომები. ისინი ასეთი თამაშისთვის არიან მზად, მაგრამ ჩვენ არაფრის შეცვლა არ გვჭირდება. ჩვენ მთავარი როლი უნდა შევასრულოთ და წავიდეთ შეტევაში”.

ვალდესი საუკეთესო მეკარეა ”ბარსასთვის”

ჩავიმ დაიცვა ვიქტორ ვალდესი, რომელიც ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა ”რეალისთვის” მეორე გოლის ჩუქებისთვის: ”ვალდესს აქ ბევრი რამ გადახდა თავს და მე ვფიქრობ, რომ ”ბარსასთვის” ის საუკეთესო მეკარეა. მას ყველანი ვენდობით. ვიცით, რომ ბევრი სახიფათო გადაწყვეტილება და ეპიზოდები არის, მაგრამ ის ძალიან ძლიერი მეკარეა. გუნდი მას მხარს დაუჭერს. ის ძლიერია და სრულად მზადაა ამისთვის”.

ჩავიმ ასევე საქებარი სიტყვებით ისაუბრა ანდრეს ინიესტას მიმართ, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ”რეალთან”. ”მან შესანიშნავად ითამაშა. მას ვუთხარი, რომ ბრწყინვალე იყო და გადამწყვეტი როლი შეასრულა. მისი პაუზა ბურთის კონტროლის დროს ბევრს აძლევს გუნდს, ისევე როგორც მისი შესაძლებლობა მცველებზე დასხლტომის”.

15 სეზონის პირველ გუნდში

ჩავი ”ბარსელონას” პირველ გუნდში მე-15 სეზონს ატარებს. ის ამბობს, რომ მისთვის პატივია აქ თამაში. ნახევარმცველი ახალ სეზონში საკუთარი სამუშაოს კარგად შესრულებას გეგმავს. ”მინდა გუნდისთვის კვლავ მნიშვნელოვანი ვიყო და მოვიგო ტიტულები. ჩემი ფიქრები მხოლოდ სეზონის კარგ ჩატარებას უკავშირდება. ყველა ამაყობს იმ სამუშაოთი, რაც ჩაატარა, მაგრამ ფეხბურთს მახსოვრობა არა აქვს და ყველაფრის დამტკიცება თავიდან გიწევს”.

დასასრულს ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანეთის ნაკრების დატოვებას: ”ჩემი მოტივაცია ნაკრებში ისეთივეა, როგორიც პირველ დღეს იყო”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.