დოს სანტოსი რჩება, ფონტასი და აფელაი გუნდს დატოვებენ
”mundodeportivo.com”-ის ინფორმაციით სულ მალე ცნობილი გახდება ჯონათან დოს სანტოსის, ანდრეუ ფონტასის და იბრაჰიმ აფელაის მომავალი. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღე რჩება.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, კლუბი კი ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ახალ კლუბს ეძებს. ბოლო დღეებში ძალიან შეიცვალა ფონტასის სიტუაცია. თუკი ფეხბურთელი არ გეგმავდა ”ნოუ კამპის” დატოვებას, ტიტო ვილანოვასთან გასაუბრების შემდეგ ის მზადაა წასვლისთვის. თავად ფეხბურთელს ევროტურნირებზე ასპარეზობა სურს, ამიტომაც კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი ”ლევანტეში” ან ”მალაგაში” გადასვლაა. ფონტასი ჯერ-ჯერობით ამ ორი გუნდის განმეორებით შეხვედრებს ელის ევროთასებზე, რის შემდეგაც მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება.
ფონტასი მიდის და მასთან ერთად გუნდს აფელაი ტოვებს. კლუბმა ფეხბურთელს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა და ჰოლანდიელი მზადაა გუნდის დასატოვებლად. ყველაზე მომხიბვლელი წინადადებები ინგლისიდანაა (”ტოტენჰემი” და ”ლივერპული”), თუმცა ბოლო დღეებში გერმანული ”შალკე” გააქტიურდა.
თუკი ფონტასი და აფელაი გუნდს დატოვებენ, მაშინ დოს სანტოსი დარჩება. მექსიკელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მწვრთნელი მისთვის სათამაშო დროის მიცემას შეძლებს და ადასტურებს, რომ კარიერის გაგრძელება კატალონიურ კლუბში სურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]