”რეალი” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”რეალი” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ


ჩავი ერნანდესი: ”ორი შეცდომა და წითელი ბარათი, ეს იყო მატჩის გადამწყვეტი მომენტები. ჩვენ კარგად დავბრუდით თამაშში და სუპერთასი უნდა მოგვეგო. მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით ვთამაშობდით ჩვენი თამაშის ჩვენება შევძელით. მეორე ტაიმში ტიტულის მოსაგებად საკმარისი მომენტი შევქმენით. ჩვენ წავაგეთ ტიტული, თუმცა წინ მთელი სეზონია. ახლა ლა ლიგაში, კვირას გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ”.

სერხიო ბუსკეტსი: ”ჩვენ ორივე მატჩში უკეთესები ვიყავით. მიუხედავად 10 კაცით თამაშისა მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. ”რეალმა” ორი კონტრ-შეტევა გამოიყენა და 2 გოლი გაიტანა. მე ამაყი ვარ თანაგუნდელებით, როცა ყველაფერი კარგად არ მიდის, როგორც დღეს ისინი ყოველთვის უკეთესები ხდებიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი ვართ და ტიტულების მოგება შეგვძილია. კვირას ჩვენ ლა ლიგის მატჩი გვაქვს, ლიდერები ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩემი შეცვლა ნორმალური იყო, სრული პრე-სეზონი არ გამივლია და კარგი მომზადებაა საჭირო. ვფიქრობ, რომ სონგმა კარგად ითამაშა, მას აქ მოსვლამდეც ვიცნობდით, მან კარგი მატჩი ჩაატარა”.

ჟერარდ პიკე: ”ისინი ძალიან ძლიერები არიან, გაიტანეს ორი გოლი და ჩვენ 10 კაცით დავრჩით. მეორე ტაიმი ფანტასტიკურად ჩავატარეთ. მადრიდელებმა ტიტული 2 მატჩიან რაუნდში 20 კარგად ჩატარებული წუთით მოიგეს, ვულოცავ მათ. კასილასის კართან ჩვენ გვქონდა მომენტები და მეორე ტაიმში ვდომინირებდით”.

პედრო როდრიგესი: ”მათ კარგად დაიწყეს თამაში. ძალიან რთულია ასეთ სტადიონზე კაცნაკლულმა თამაში შემოატრიალო. ჩვენ ვიბრძოლეთ და მაინც შევქმენით მომენტები. ალვესი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო. ახლა ”რეალისთვის” მილოცვის დროა”.

ანდრეს ინიესტა: ”ორმა გოლმა და წითელმა ბარათმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. რთულია 10 კაცით თამაში, თუმცა ტიტულის მოგება შეგვეძლო. ჩვენ არასდროს ვსაუბროთ თითოეული ფეხბურთელის შეცდომაზე, ეს კოლექტიური შეცდომები იყო. წაგება ადვილი არ არის, თუმცა სიმართლეა, რომ მეორე ტაიმი ჩვენი იყო. ვულოცავ ”რეალს” მოგებას, თუმცა დენებებას არ ვაპირებთ”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.