მესი: ”ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით”
”ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასაძლევად სრული ძალების დახარჯვა მოუწევს. ”ბარსელონა” ჯგუფში ”ბენფიკასთან”, ”სპარტაკთან” და ”სელტიკთან” ერთად მოხვდა.
”ზოგჯერ ჩემპიონთა ლიგის კენჭიყრა გუნდებისთვის ძალიან კარგი გამოდის. წელს ასეთი პატივი ”ჩელსის” ერგო. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ის რთულია. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ტურნირზე წინა წელთან შედარებით უკეთ გამოვიდეთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია, ამიტომაც ყველა მეტოქეს დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ” - განაცხადა ლეო მესიმ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]