პუიოლი პატივს სცემს მეტოქეებს

პუიოლი პატივს სცემს მეტოქეებს

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი, კარლეს პუიოლი კმაყოფილი დარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგებით, მის გუნდს "სპარტაკთან", "სელტიკთან" და "ბენფიკასთან" მოუწევს შეხვედრა. 

  

"ჩვენ ფავორიტები ვართ და შეგვიძლია კმაყოფილნი ვიყოთ კენჭისყრის შედეგებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ადვილი არ იქნება აქედანა გასვლა, ევროპაში ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა ძალიან ძვირად დაგვიჯდეს, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს" - განაცხადა პუიოლმა ლურჯ-ბროწეულისფერთა ოფიციალურ საიტზე. 

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში "ბარსელონა" პირველ მატჩს მოსკოვის "სპარტაკთან" ჩაატარებს 19 სექტემბერს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.