ბუტრაგენიო: "ვფიქრობ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუ უნდა ყოფილიყო"
მადრიდის "რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ არამხოლოდ ნახევარმცველი ინიესტა იმსახურებს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას. იტყობინება ესპანური პრესა.
მადრიდელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი მიიჩნევს რომ ეს ჯილდო უფრო მეტად მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა და არა ესპანელ ინიესტას.
"ვფიქრობ, რომ წინა სეზონში რონალდუმ გააკეთა ყველაფერი, რაც საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურო" - განაცხადა ბუტრაგენიომ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი განისაზღვრება იმ ჟურნალისტების ხმის მეშვეობით, რომლებიც უეფას ეროვნულ ასოციაციას წარმოადგენენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]