ბუტრაგენიო: "სუბისარეტა არის პატიოსანი, კეთილშობილი და შრომისმოყვარე"
მადრიდის "რეალის" პუბლიკასთან ურთიერთობის დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ, საქებარი სიტყვები არ დაუშურა ს.კ. "ბარსელონას" სპორტულ დირექტორზე, ანდონი სუბისარეტაზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობის ჟამს, ემილიოც და ანდონიც ხშირად შეხვედრიან ერთმანეთს მოედანზე: "სუბისარეტა არის პატიოსანი, კეთილშობილი და შრომისმოყვარე. ვფიქრობ ის თავისი კარგი ხასიათით ძალიან წინ დგას". თქვა ბუტრაგენიომ.
ემილიო ბუტრაგენიომ ასევე გაიხსენა უამრავი "კლასიკო", რომლებიც მან "ლურჯ–ბროწეულსფერთა" წინააღმდეგ ჩაატარა წლების წინ: "ყველაზე ცუდად 1990 წლის "ელ კლასიკო" მახსენდება. სწორედ მაშინ წავაგეთ "ბარსელონასთან" 0:2 სამეფო თასის ფინალში. ეს თამაშიც ვალენსიაში შედგა". დაასრულა ბუტრაგენიომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]