კარლოსი: "რონალდუ განაწყენებულია იმაზე, რომ საუკეთესოდ ინიესტა აღიარეს"
მახაჩკალის "ანჟის" დირექტორმა, რობერტო კარლოსმა ახსნა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს მდგომარეობა. იტყობინება ესპანური პრესა.
პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ის არ არის ბედნიერი "რეალში", მან ასევე პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს წასვლა სთხოვა. ესპანურ წყაროებში ისიც იწერებოდა, რომ რონალდუ "ანჟიში" გადავიდოდა, თუმცა კარლოსს ამაზე არაფერი უთქვამს.
"ჩემი აზრით, რონალდუ განაწყენებულია იმაზე, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება არა მას, არამედ "ბარსელონას" ნახევარმცველს, ანდრეს ინიესტას ხვდა წილად. მე მას ვურჩევდი გააგრძელოს თამაში როგორც შეუძლია, თუ ის გოლებს არ აღნიშნავს, ამას გულშემატკივარი გააკეთებს" - განაცხადა კარლოსმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]