პირველი ვარჯიში ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გარეშე
”ბარსელონამ” დღეს დილით ვარჯიში განაახლა, თუმცა სესიაზე სანაკრებო მატჩებში გამოძახებული 17 ფეხბურთელი არ იმყოფებოდა. სესიაზე პირველი გუნდის მხოლოდ 5 წევრი იმყოფებოდა - პუიოლი, ტიაგო, პინტო, დოს სანტოსი და ფონტასი. ”ვალენსიას” დამარცხების შემდეგ გუნდი მზადებას მომავალ კვირას, ”ხეტაფესთან” გასამართი მატჩისთვის იწყებს.
”ბარსა ბ”-ს 10 ფეხბურთელი
იმ დროს, როცა სესიაზე პირველი გუნდის მხოლოდ 5 მოთამაშე იყო ტიტო ვილანოვამ სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 10 ფეხბურთელს უხმო. ესენი არიან: კუინტილა, მიგელ ანხელი, მასიპი, გუსტავო, პატრიკი, რომანი, ლუის ალბერტო, სერხი გომესი, ესპინოსა და დონგოუ.
შემდეგ სავარჯიშო სესია ხვალ, 10 საათზე გაიმართება. მისი დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა ნიონში გაემგზავრება, სადაც უეფას ელიტური მწვრთნელების მე-14 შეხვედრა გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]