ფაბრეგასი:"მსურს კარიერა "ბარსელონაში" დავასრულო"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება თავის ამჟამინდელ კლუბში სურს, იტყობინება იტალიური პრესა.
"ჩემი სურვილია, რომ პროფესიონალური კარიერა "ბარსელონაში" დავასრულო. მე მინდა ამ გუნდთან ერთად შევძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. თუ მე ამას მოვახერხებ, ასრულდება ჩემი ბავშვობის ოცნება". - დაასრულა ლურჯ-ბროწეულისფერთა ოთხიანმა, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2016 წლამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი კატალონიური კლუბის აღზრდილია. 16 წლის ასაკში იგი ლონდონის "არსენალში" გადავიდა, რის შემდეგაც კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]