მასკერანოს მცველის პოზიცია მოსწონს

მასკერანოს მცველის პოზიცია მოსწონს

ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ მისთვისაც და "ბარსელონასთვის" უკეთესი იქნება, თუ კვლავ გააგრძელებს კართან ახლოს თამაშს. 

 

"მე მსურს ვითამაშო "ბარსელონაში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე. სწორედ ამ პოზიციაზე ვგრძნობ თავს კომფორტულად. მე ვიცი როგორი ფეხბურთელებია გუნდში, ამიტომ ჩემთვის უკეთესი ცენტრბექის პოზიციაზე თამაშია. 

 

 მე არ ვამბობ იმას, რომ დაცვაში თამაში უფრო ადვილი და პრესტიჟულია, ვიდრე ნახევარდაცვის ხაზზე, ყველაფერი პირიქითაა. კარლეს პუიოლი და ხერარდ პიკე კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველები არიან" - განაცხადა მასკერანომ.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.