მასკერანო მზადაა ითამაშოს ცენტრალური მცველის პოზიციაზე

მასკერანო მზადაა ითამაშოს ცენტრალური მცველის პოზიციაზე


არგენტინელმა ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ იგი მზადაა დადგეს ცენტრალური მცველის პოზიციაზე თუ ეს მის გუნდს დაეხმარება. 

 

"ძალიან კარგი იქნებოდა ყველას შეეძლოს მატჩში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეს შეუძლებელია. მწვრთნელმა არჩევანი უნდა გააკეთოს და თუ ის რჩეული მე ვიქნები ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად, როგორც წინა სეზონში. ჩემი უპირატესობა ისაა, რომ ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება მაქვს.

 

გვარდიოლას თავისი ფეხბურთელების სჯერა. ძალიან ვწუხვარ, რომ მილიოტმ დაგვტოვა, ის ჩემი კარგი მეგობარია, მაგრამ მან ოჯახთან ერთად ყოფნა არჩია. სუპერთასი მნიშვნელოვანი ტურნირია. იგი ჩვენ თვითდაჯერებულებას მოგვიმატეს, რაც მთელი სეზონი გაგვყვება" - დაასრულა მასკერანომ.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.