მომავალ სეზონში გასვლითი ფორმა კატალონიის დროშის ფერებში იქნება გაწყობილი

მომავალ სეზონში გასვლითი ფორმა კატალონიის დროშის ფერებში იქნება გაწყობილი


”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მომავალ სეზონში გუნდის გასვლითი ფორმა კატალონიის დროშის ფერებში იქნება გამოწყობილი, იტყობინება ესპანური პრესა.

”ბარსელონას” ხელმძღვანელობა და კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი ისტორიული და უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმას გეგმავენ. ამ სეზონში გუნდის გასვლითი ფორმა ასევე დროშის ფერებშია, თუმცა მომავალ სეზონში ფორმა სრულად დროშის ანალოგი იქნება.

ასევე აღსანიშნია ისიც, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მართვის დროს მაისურის უკანა მხარეს, საყელოზე ასევე შეიძლებოდა კატალონიის დროშის შემჩნევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.