ვილია: ”ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდები”

ვილია: ”ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდები”


დავიდ ვილია თავს კვლავ ფეხბურთელად გრძნობს. 8 თვიანი ტრავმის შემდეგ ასტურიელმა თავდამსხმელმა ”ბარსელონას” და ეპსანეთის ნაკრების რიგებში ოფიციალურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ”თავს კარგად ვგრძნობ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ნორმალურ ცხოოვრებას ვუბრუნდები: ვხვდები განაცხადში, ვარ მწვრთნელის განკარგულებაში და ვიღებ სათამაშო პრაქტიკას” - განაცხადა ვილიამ პრეს-კონფერენციაზე. ”ბარსას” ”7”-მა ნომერმა განაცხადა, რომ ”ძალიან სურს გუნდზე დახმარება და ტიტულების მოგება”.

არ ყოფნის სათამაშო პრაქტიკა

ამასთანავე ვილია არ აპირებს აჩქარებას. ”მე მჭირდება სათამაშო პრაქტიკა. მე დიდი ხანი ვერ ვთამაშობდი, თითქმის 8 თვე. ახლა თანდათან სათამაშო რითმში ჩადგომაა საჭირო. საჭიროა მოთმინება, რადგან მოვლენების დაჩქარება არავისთვის სასარგებლო არ იქნება. ერთადერთი რაც დავკარგე არის ის, რომ დიდი მუშაობის შემდეგ გასულ სეზონში დაბრუნება ვერ მოვახერხე” - განაცხადა მან.

მადლობელია მხარდაჭერისთვის

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მკურნალობის დროს ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობდა: ”კლუბი და გულშემატკივრები ძალიან მიჭერდნენ მხარს, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. ახლა კი ამ ყველაფრის მოედანზე დაბრუნება მსურს”.

”ხეტაფე” - რთული მეტოქე

ვილიამ შაბათის მატჩის სირთულეზე ისაუბრა.  ”ეს შეხვედრა იმ გასვლითი მატჩების სიიდანაა, რომელიც კალენდარზე ძალიან რთულ შეხვედრადაა აღნიშნული. გასულ სეზონში ჩვენ იქ დავმარცხდით” - განაცხადა დავიდმა. თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ გუნდს ელოდება რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი შეხვედრა, რათა მადრიდის ”რეალთან” 5 ქულიანი სხვაობა შენარჩუნდეს. ვილია ”რეალის” ასეთ ჩამორჩენას 3 ტურის შემდეგ ნორმალურად არ მიიჩნევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.