”ვალენსია” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
ხავიერ მასკერანო: ”ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უკეთაც შეგვეძლო. ბურთი უბრალოდ კარებში არ შედიოდა. მოვხვდებით თუ არა ფინალში მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული”.
ხერარდ პიკე: ”ჩვენ ვდომინირებდით მატჩში. ამ მოედანზე გამარჯვება ყოველთვის რთულია. ჩვენ კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ მეტის გატანა ვერ შევძელით. ფრე ჩვენთვის ამ შემთხვევაში მისაღები შედეგია. მოედანის საფარი ძალიან გამშრალი და შეუჭრელი იყო. ასეთ მოედანზე თამაში არცთუ ისე მარტივია”.
დანი ალვესი: ”ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ. იმედი გვაქვს, რომ განმეორებით მატჩსაც სათანადოდ ჩავატარებთ. ფინალში გასვლისთვს დიდი შანსი გვაქვს”.
ვიქტორ ვალდესი: ”გუნდმა კარგად იმუშავა. განსაკუთრებით პუიოლი გამოყოფა შემიძლია. ჩვენი კაპიტანი ”ცხენზე” იყო. ახლა ფინალის საგზურის გარკვევა ჩვენს სტადიონზე, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მოგვიწევს”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]