პიკე 2-3 კვირას გამოტოვებს

პიკე 2-3 კვირას გამოტოვებს


ჟერარდ პიკე 2-3 კვირას იუქმებს. მცველმა ტრავმა მატჩის დასაწყისში მიიღო. სამედიცინო შტაბის განცხადებით პიკეს მარცხენა ფეხი აქვს დაჭიმული.

პიკე გუნდის დასახმარებლად მე-7 წუთზე შეტევაში, კუთხურის ჩაწოდების დროს წავიდა. ამ დროს მან მარცხენა ფეხში დატყმა მიიღო. მე-11 წუთზე ის ალექს სონგმა შეცვალა.

პიკე - ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი

ოფიციალურ შეხვედრებში ტიტო ვილანოვას ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე იყო. გუშინდელ შეხვედრამდე პიკემ მოედანზე 492 წუთი გაატარა. ეს სათამაშო წუთები პრიმერას და ესპანეთის სუპერთასის შეხვედრებზე მოდის.

შეუერთდა პუიოლს

ტრავმა პიკეს ლაზარეთში გზავნის, სადაც უკვე იმყოფება მეორე ცენტრალური მცველი - კარლეს პუიოლი. კაპიტანს მარცხენა მუხლის მყესები აქვს დაჭიმული, რის გამოც 4-6 კვირას გამოტოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.