ადრიანო გუშინდელ შეხვედრაში დაშავდა

ადრიანო გუშინდელ შეხვედრაში დაშავდა

 

”ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ადრიანო კორეიამ პრიმერა დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრაში, ”გრანადასთან” მათტში დაზიანება მიიღო, იტყობინება ესპანური პრესა.

 

ბრაზილიელი ფეხბურთელი ტიტო ვილანოვამ შეხვედრის 72-ე წუთზე კუნთის დაზიანების გამო შეცვალა. მის ნაცვლად მოედანზე ახალგაზრდა კრისტიან ტელიო შევიდა. უახლოეს მომავალში ფეხბურთელს დაწვრილებითი გამოკვლევა ჩაუტარდება.

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ”ბარსელონას” ლაზარეთში იმყოფებიან მუნიესა, აბიდალი, პუიოლი, პიკე და ინიესტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.