ვალდანო: ”გვარდიოლა არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ნამდვილი მსახობიცაა”
მადრიდის ”რეალის” ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ხორხე ვალდანომ კოლუმბიურ პრესასთან ”ბარსელონას” ყოფილ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.
”გვარდიოლა არა მხოლოდ საფეხბურთო მწვრთნელი, არამედ ნამდვილი მსახიობიცაა. მას შეუძლია სხვადასხვა საკითხებს შემოქმედებითი პასუხები მოუძებნოს. კონკურენტრუნარიან გუნდში მას შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ახალია და გვაკვირვებს. დღევანდელ ფეხბურთში კი რაღაც ახლის გამოგონება ძალიან რთულია” - განაცხადა ვალდანომ.
ვალდანომ პეპზე საუბარი მას შემდეგ გაიწყეს, რაც მას მოურინიოს და გვარდიოლას შედარება თხოვეს. პორტუგალიელზე ვალდანომ განცხადება არ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მადრიდის ”რეალის” გენერალური მდივნის თანამდებობიდან მოურინიოს მოთხოვნით გადააყენეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]