პუიოლი კლასიკოში თამაშს შეძლებს
”ბარსელონას” ცენტრალური მცველის, კარლეს პუიოლის მუხლის დაზიანების აღდგენა დადგენილზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, იტყობინება ”Mundo Deportivo”.
მოსალოდნელია, რომ ”ბარსას” კაპიტანი მონაწილეობის მიღებას მოახერხებს 7 ოქტომბერს, მადრიდის ”რეალთან” გასამართ შეხვედრაში. კარლესმა პიკეს ტრავმის შემდეგ თავად გადაწყვიტა აღდგენითი კურსის დაჩქარება, 2 დღის წინ კი მოედანზე ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო ვარჯიში.
თავდაპირველი ინფორმაციით მცველი ”ხეტაფესთან” მიღებული ტრავმის გამო 4-6 კვირას გამოტოვებდა და მოედანს ოქტომბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდებოდა, თუმცა კარლესი თამაშს ტრავმის მიღებიდან 3 კვირაში გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]