პუიოლი 5 კვირაში დაბრუნებას გეგმავს

პუიოლი 5 კვირაში დაბრუნებას გეგმავს

 

”ბარსელონას” ცენტრალური მცველი, კარლეს პუიოლი არ აპირებს იმ დროზე დათანხმებას, რაც მას ექიმებმა სრულად გამოჯამრთელებისთვის დაუწესეს.

 

შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ”ბენფიკას” წინააღმდეგ დაცემის შემდეგ მარცხენა ხელის იდაყვი ამოიგდო. კაპიტანს ექიმებმა 8 კვირიანი უქმობა გამოუწერეს.

 

მიუხედავად ექიმების ასეთი გადაწყვეტილებისა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი კვლავ აპირებს მებრძოლი ხასიათის და ძლიერი სულის ჩვენებას. კარლეს პუიოლი ტრავმის მიღებიდან 5 კვირის თავზე მოედანზე გასვლას გეგმავს. თუკი კაპიტანი კიდევ ერთ სასწაულს მოახდენს, მაშინ ის 11 ნოემბერს, ”მალიორკას” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.