ჩავი კონტრაქტს 2016 წლამდე ახანგძლივებს

ჩავი კონტრაქტს 2016 წლამდე ახანგძლივებს

"ბარსელონას" ნახევარმცველის, ჩავის კონტრაქტში შეიტანეს მნიშვნელოვანი ცვლილებები , იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი FCBarcelona.cat .
მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, ხავი კლუბს 2014 წლის 30 ივნისს დატოვებდა, მაგრამ ახალი კონტრაქტით ჩავის თვითონ შეუძლია მისი გაგრძელება 2 წლით.
თუ 2012/13 წლების სეზონში იგი გუნდის თამაშების ნახევარში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ მისი კონტრაქტი ავტომატურად 2015 წლამდე გახანგძლივდება . 2013/14 წლის სეზონშიც თუ იგივეს გაიმეორებს, მაშინ ხავი "ბარსაში" დარჩება 2016 წლამდე, ის ამ დროისთვის 36 წლის იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი "ბარსაში" 11 წლის ასაკში გადავიდა და არასოდეს დაუტოვებია კლუბი.

წყარო: FCBarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.