ბართომეუ: ”მესი ბედნიერი მხოლოდ ”ბარსელონაში” იქნება”

ბართომეუ: ”მესი ბედნიერი მხოლოდ ”ბარსელონაში” იქნება”

 

”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართოემუმ კომენტარი გააკეთა ტიტო ვილანოვას და ლეო მესის შესახებ.

 

ამჟამად ტიტო ვილანოვას შესრულებულ სამუშაოს 10 ქულიდან 9-ზე შევაფასებდი. მან ზუსტად იცის, თუ რისი მიღწევა სურს გუნდიდან და იცის როგორ გააკეთოს ეს. ჩვენ მოგვწონს ის, თუ რას აკეთებს ტიტო” - ბართომეუს სიტყვებს ”La Graderia” ციტირებს.

 

ლეო მესი? ის პროფესიონალი აქ, ”ბარსელონაში” გახდა. ლეო აქ გაიზარდა, მიიღო აღიარება, მოიგო უამრავი ტიტული. ფული ფულია და ეს ყველაფერი კიდევ იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არგეტინელი სხვა არცერთ კლუბში ისეთი ბედნიერი ვერ იქნება, როგორიც აქაა” - დაასრულა ბართომეუმ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.