ინიესტამ და ბუსკეტსმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს (+სურათები)
”სიუტატ ეპორტივაზე” დღეს გამართული ვარჯიშის წინ გუნდში კარგი სიახლეები გავრცელდა. ანდრეს ინიესტა, რომელმაც 12 სექტემბერს კუნთის დაზიანება მიიღო და სერხიო ბუსკეტსი, რომელმაც გუშინდელი ვარჯიში ზურგის ტკვილის გამო გამოტოვა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ. ამავდროულად კარლეს პუიოლმა, რომელმაც მუხლის მყესები დაიჭიმა ”ხეტაფესთან” შეხვედრაში ვარჯიშის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა, მისი დაბრუნება ”ბენფიკასთან” შეხვედრაში იგეგმება.
გუნდი აგრძელებს ”სევილიასთან”, ”სანჩეს პისხუანზე” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას. სესიაში მონაწილეობას ”ბარსას ბ”-ს ფეხბურთელები (კრისტიან ტელიო, სერხი რობერტო და ბანუსი) ღებულობდნენ. ადრიანო კორეია განცალკევებით იტვირთებოდა.
სევილიაში გამგზავრების წინ გუნდი ბოლო ვარჯიშს ხვალ, 18 საათზე გამართავს. სესიის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა პრეს-კონფერენციას გამართავს.
სურათები:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]