განაცხადი ცნობილია
ადრიანო კორეია გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა, ამგვარად ის ”სევილაისთან” გასამართ შეხვედრას ”გრანადასთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვებს. ბრაზილიელი აგრძელებს სპეციალური პროგრამით ვარჯიშს და ის ვერ შეძლებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს.
ადრიანო კორეიას გარდა ”სევილიასთან” შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან პუიოლი, ინიესტა, პიკე, კუენკა, მუნიესა და აბიდალი. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დარჩნენ ანდრეუ ფონტასი და ჯონათან დოს სანტოსი. ტიტო ვილანოვამ მატჩის განაცხადში 18 ფეხბურთელი და სერხი ბუსკეტსი შეიყვანა, რომელსაც 2 დღის წინ ზურგის ტკივილის გამო ვარჯიში გაუცდა.
ინიესტა გუნდთან ერთად ვარჯიშობდა
”სიუტატ ესპორტივაზე” გამართულ სესიაზე თანაგუნდელებთან ერთად იტვირთებოდა ანდრეს ინიესტა. კარლეს პუიოლმა ვარჯიში მხოლოდ მაწილი ჩაატარა გუნდთან ერთად. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 2 ფეხბურთელი (კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო) იმყოფებოდა. ორივე მათგანი მატჩის განაცხადში მოხვდა.
გუნდი ხვალ ”ნოუ კამპზე” 10:15 საათზე შეიკრიბება, საიდანაც ”ელ პრატის” აეროპორტში გაემგზავრებიან. გუნდის თვითმფირნავი გეზს სევილიასკენ 11 საათზე აიღებს, ანდალუსიაში კი 12:30 საათზე დაეშვება.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ალექსისი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, სონგი, ტელიო და სერხი რობერტო.
სურათები:













ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]