პიკე და პუიოლი განაცხადში ვერ მოხვდნენ
"ბარსელონას" განაცხადში 18 ფეხბურთელი მოხვდა. "ოსასუნასთან" გასამართ შეხვედრას მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს პუიოლი. კაპიტანს სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება და ის რამდენიმე დღე ვერ ითამაშებს. მკურნალობის შემდეგ მის მდგომარეობას გაანალიზებენ.
ტერფის პრობლემების გამო განაცხადში ასევე ვერ მოხვდა პიკე, რომელიც შეხვედრას უსაფრთხოების მიზნით გამოტოვებს. ტატა მარტინოს გადაწყვეტილებით, განაცხადს მიღმა დარჩნენ აფელაი, ოიერი და სერხი რობერტო. კუენკა და დოს სანტოსი ტრავმირებულები არიან.
დღეს "სიუტატ ესპორტივაზე" 22-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა.
გუნდის განაცხადი: ვალდესი, პინტო, მონტოია, ფაბრეგასი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი, მაშერანო, ბარტრა, სერხიო, სონგი, ალბა, ტელიო, ადრიანო და დანი ალვესი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 26 ]