სუბისარეტა: ”გუნდმა კარგ შედეგებს მიაღწია”
”ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა მიიჩნევს, რომ სეზონის სტარტზე გუნდი საჭირო დონეზე აღმოჩნდა.
ასევე უნდა ითქვას, რომ ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარის აზრს ბევრი არ ითვალისწიებს. არიან სპეციალისტები, რომლებიც თვლიან, რომ გუნდის თამაში არ შეესაბამება სტარტზე მოპოვებულ 6 გამარჯვებას.
”თუკი ”ბარსელონა” ახლა თამაშობს ცუდად, მაშინ წარმოიდგინეთ, რას იზამს გუნდი, როცა კარგ ფორმაში შევა. ჩვენ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერია. ჩემპიონატი საფინიშო ხაზზე მაისში გადის, აი ზუსტად ამ დროს გვსურს, რომ უმაღლესი პოზიციისთვის ვიბრძლოთ” - განაცხადა ანდონი სუბისარეტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]