სუბისარეტა: ”გუნდი ნდობას ინარჩუნებს”

სუბისარეტა: ”გუნდი ნდობას ინარჩუნებს”

 

”ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა მიიჩნევს, რომ მისი გუნდის საქმეები ძალიან კარგად მიდის.

 

ამჟამად ”ბარსელონა” ლა ლიგას 25 ქულით ლიდერობს. კატალონიელები პირველ პოზიციას მადრიდის ”ატლეტიკოსთან” იყოფენ. ჩემპიონთა ლიგის 3 შეხვედრაში კი ტიტო ვილანოვას გუნდმა 9 ქულა დააგროვა.

 

გუნდი კვლავ ინარჩუნებს ნდობას. მისი ცნობა მოედანზე თამაშით შეიძლება. ჩვენ ყოფილი მწვრთნელისგან, პეპ გვარდიოლასგან შესანიშნავი მემკვიდრეობა მივიღეთ, თუმცა ასევე აღსანიშნია ტიტო ვილანოვას გაწეული სამუშაო. გუნდის ფილოსოფიის შენარჩუნება სეზონის ბოლოს წარმატების მოტანის გარანტი არ არის. ხანდახან ყველაფერი მცირე დეტალების გამო იცვლება” - განაცხადა ანდონი სუბისარეტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.