8 ”ბარსელონელი” დელ ბოსკეს განაცხადში
როგორც იცით შემდეგ კვირას სანაკრებო შეხვედრები იმართება. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა იმ 23 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც ბელარუსის და საფრანგეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ. განაცხადში არ არის ხერარდ პიკე, თუმცა მწვრთნელმა ამჯერადაც უხმო დავიდ ვილიას. აქვე გთავაზობთ სრულ განაცხადს:
მეკარეები: კასილიასი (”რეალი”), ვალდესი (”ბარსელონა”), რეინა (”ლივერპული”).
მცველები: არებლოა, რამოსი, ალბიოლი (ყველა ”რეალი”), ალბა (”ბარსელონა”), მარტინესი (”ბაიერნი”), მონრეალი (”მალაგა”), ხუანფრანი (”ატლეტიკო”).
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სესკი (ყველა ”ბარსელონა”), ალონსო (”რეალი”), სილვა (”სიტი”), კასორლა (”არსენალი”), ბენატი (”ბეტისი”).
თავდამსხმელები: ვილია, პედრო (ორივე ”ბარსელონა”), ტორესი (”ჩელსი”), ნავასი (”სევილია”), სოლდადო (”ვალენსია”).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]