გუნდი აგრძელებს მზადებას
1 დღიანი დასვენების შემდეგ ”ბარსელონამ” ვარჯიში განაახლა. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში პირველი გუნდის 19 წევრი და ”ბარსა ბ”-ს 2 მოთამაშე (კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო) იმყოფებოდა. ტრავმირებულები არიან აბიდალი, კუენკა, მუნიესა, პიკე, ტიაგო და პუიოლი. გუნდი კვირას, ”ნოუ კამპზე” გასამართი კლასიკოსთვის აგრძელებს მზადებას.
პიკე დარბაზში
ხერარდ პიკე დღეს კვლავ დარბაზში ვარჯიშბდა. ფეხბურთელი დღეში 2-ჯერ ვარჯიშობს, რათა კლასიკოში თამაში მოახერხოს. უკვე ცნობილია, რომ მადრიდის ”რეალთან” შეხვედრაში გუნდს 3 მცველი ვერ დაეხმარება - მარკ მუნიესა, ერიკ აბიდალი და კარლეს პუიოლი.
შემდეგი სავარჯიშო სესია ხვალ, 18 საათზე გაიმართება. მისი დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა პრეს-კონფერენციას გამართავს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=MZi7288m--A]
სურათები:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]